ყვარელში რეზო მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
ყვარლის სასპორტო სკოლის დარბაზში, მწვრთნელ რეზო მეტრეველის ხსოვნისადმი მიეძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას ექვსი გუნდი იღებდა, მათ შორის, ოთხი ახალგაზრდებში, ხოლო ორი - ვეტერანებში.

“ვეტერანებს შორის გაიმარჯვა გუნდმა „დურუჯი I“, მეორე ადგილი კი დაიკავა გუნდმა „დურუჯი II“. ახალგაზრდებს შორის I ადგილზე გავიდა გუნდი „იანგ ბოისი“, ხოლო II ადგილზე - გუნდი „ლესტერი“,-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google