ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება
28 ოქტომბერს, სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
სიტყვით გამომსვლელთა დღის წესრიგი შემდეგია:

11:30 -14:00 შესავალი სიტყვა - ნინო ფოჩხიძე - ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელი
რევაზ სოლომონია, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

მისალმება - გვანცა ჭკადუა, დირექტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
დესანი ფურცელაძე - მუზეუმის მენეჯერი, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი
მაღალი ინტენსიობის ქრონიკული ხმაური: თავის ტვინის ულტრასტრუქტურული ცვლილებები.

ია ჟვანია - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი-ემერიტუსი
ახალი in silico რეოლოგიიური კოეფიციენტის და სხვა რეოლოგიური მახასითებლების კავშირი ფორმიანი ელემენტების ზოგიერთ მახასიათებლებთან ლიმფობლასტური ლეიკოზის მაგალითზე.

მაკა მანწკავა - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მედიალური სეპტუმის ელექტრული სტიმულაციის ეფექტები ჰიპოკამპდამოკიდებულ სივრცით მეხსიერებაზე ბუნებრივად დაბერებულ ვირთაგვებში: ქცევითი, იმუნოჰისტოქიმიური და ნეიროქიმიური კვლევა.

მაია ბურჯანაძე - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
რადიაციულ უსაფრთხოებაში პოსტპანდემიური ჰიბრიდული განათლების ეფექტურობა. პირველადი შედეგები.

დავით ნადარეიშვილი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, დასწრება თავისუფალია.


| Print |
FaceBook Twitter Google