კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 14 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინდა, რაც ჯამში, 44,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალას მოიცავს.

„მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილის, ლიფანისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დაამზადეს, ჯამში, 44,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა და მის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ; ერთ სამართალდამრღვევს კი, ავტომანქანის ძარაზე, უკანონოდ მოპოვებული ვერხვის სახეობის 9 ერთეული მორი ჰქონდა განთავსებული.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღცევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.“ - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი სამართალდარღვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსრდა, ყველაზე ნაკლები კი - სიღნაღში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 3-3 ფაქტი - ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში; 2- ლაგოდეხის, 1 კი - სიღნაღის მუნიციპალიტეტში.


| Print |
FaceBook Twitter Google