ანსამბლმა “ხარებამ” ლიეტუვაში კონცერტი გამართა
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიეტუვას ქალაქ ვილნიუსში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა, რომელზეც გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "ხარება" იყო მიწვეული.
ღონისძიებაზე შეკრებილ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ვილნიუსის უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის და ანსამბლ „ხარებას“, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

ანსამბლმა ლიეტუვაში რამდენიმე კონცერტი გამართა.
| Print |
FaceBook Twitter Google