რა არის ოპტიმო და რატომ ეძახიან მას მაღაზიის პროგრამას?
ოპტიმო - ეს არის თქვენი მარჯვენა ხელი, გონება და ფიქრი, რომელიც გეხმარებათ მართოთ ბიზნესი მარტივად, სწორად და წინასწარ გათვლილი მომგებიანი ნაბიჯებით.
უფრო ზუსტად კი, ოპტიმო - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა, რომელიც ეხმარება ბიზნესის მფლობელსა და მენეჯერს სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აკონტროლოს მარაგები, აღრიცხოს შემოსავლები, იხილოს სტატისტიკები და ანალიტიკა, დააკორექტიროს RS-ზე ატვირთული ზედნადებები.

როგორ აღრიცხავს ოპტიმო მარაგებს?

ოპტიმოს, როგორც მაღაზიის პროგრამის უმთავრესი ფუნქცია მარაგების აღრიცხვა და მართვაა. ესაა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმე, რომელსაც ეყრდნობა ბიზნესის წარმატებაც და წარუმატებლობაც.

მაგრამ, თუ ოპტიმოს დააყენებთ თქვენს მარკეტში, დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ „აჭრა ნაშთებში“ არასდროს გექნებათ, რადგან პროგრამაში ერთჯერადად პროდუქციის შეყვანით ყოველთვის გექნებათ განახლებული ინფორმაცია საწყობსა და დახლებზე არსებული პროდუქციის შესახებ. ამასთანავე, ოპტიმო ანალიტიკის სახით მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდული, გაყიდული და ნაშთში არსებული პროდუქციის შესახებ, რის მიხედვითაც შეგიძლიათ სწორად მართოთ მარაგები და აწარმოოთ შესყიდვები საჭირო დროს საჭირო რაოდენობით.

ოპტიმო გამოირჩევა მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციონალით, მისი საშუალებით მაღაზიის მენეჯერს შეუძლია მართოს არა მხოლოდ ერთი არამედ რამდენიმე ფილიალი, ამასთან ერთად

• აკონტროლს მარაგები
• უზრუნველყოს მომწოდებლებთან ანგარიშსწორება
• განახორციელოს იურიდიულ პირზე გაყიდვები
• თვალყური ადევნოს წარმოებას

მაღაზიის პროგრამა ოპტიმო მუდმივად განახლებისა და დახვეწის პროცესშია, რითიც აძლევს საშუალებას ბიზნესს, მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებზე. სწორედ ამის შედეგია, რომ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ფიზიკური მაღაზიის, Glovo-ს, Extra.ge-ს, Woocommerce-ს ერთ სივრცეში მართვა.
ოპტიმოთო სარგებლობა არ მოითხოვს რაიმე ტიპის ინვესტიციის ჩადებას, ყოველთვიური მინიმალური თანხის სანაცვლოდ გეხმარებათ მართოთ ბიზნესი მარტივად და ორიენტირებული იყოთ არა ციფრებსა და ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობაზე, არამედ განვითარებაზე.


ოპტიმოს მაღაზიის პროგრამით თუ დაინტერესდით, ეწვიეთ საიტს optimo.ge, მოითხოვეთ დემო და კომპანიის თანამშრომლები ყველა თქვენს დასმულ შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემენ.
მართალია პროგრამაში მუშაობა ძალიან მარტივია, მაგრამ, ოპტიმოს წარმომადგენლები, აუცილებლად ჩაგიტარებენ ტრენინგს, იმისთვის რომ ოპტიმოს ყველა სასარგებლო ფუნქციის გამოყენება შეძლოთ, აგიხსნიან მოხმარების ყველა წესს და საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებიან დაბრკოლებების აღმოფხვრაში.

და ეს ყველაფერი არ არის! ოპტიმო გაძლევთ საშუალებას, პირველი 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლოთ მარკეტის პროგრამით, დატესტოთ, მოირგოთ და შემდეგ დაიწყოთ თანამშრომლობა.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოპტიმო /