ახმეტაში ფესტივალი ,,აღმოაჩინე მაღრაანი“ გაიმართა
28 ოქტომბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში ფესტივალი ,,აღმოაჩინე მაღრაანი“ გაიმართა. 
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მაღრაანული ბიო ნაწარმი;
რიტუალური პური - ბარაქის მტევანი;
ღვინო - ქისი;
მაღრაანის უძველესი გასტრონიმია;
ფიჩხოვანში მოხარშული ოსური ლუდი;
თაფლი, ჩაი, ჩურჩხელა, ყველი და სხვა.
გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

ცნობისთვის, ფესტივალი სათემო ორგანიზაცია "ქალების ძალა მაღრაანისთვის" ინიცირებით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით გაიმართა.

ფესტივალის მიზანი იყო თემში არსებული უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.

| Print |
FaceBook Twitter Google