“რა სად როდის” შემოდგომის სერიის ფინალი გაიმართება
ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, 13:00-სთ.ზე გურჯაანის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შემოდგომის სერიის ფინალი გაიმართება.
"ფინალში ითამაშებს 6 საჯარო სკოლის გუნდი: კაჭრეთის, არაშენდის, ბაკურციხის, სოფელ გურჯაანის, ვაზისუბნისა და N2 სკოლის ექვსეულები. მობრძანდით და უგულშემატკივრეთ ახალგაზრდა მოაზროვნეებს "-აცხადებენ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში.

ცნობისთვის, ინტელექტუალური თამაში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / რსრ /