მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას-პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გაცემას ეხმაურება.
“ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, გავაგრძელებ ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და ვუბიძგო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმებს,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.



| Print |
FaceBook Twitter Google