საზოგადოებრივი აზრის კვლევა - ქართული ოცნება 25%, ენმ-13%
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე - „საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - გამოკითხულთა უმრავლესობამ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ დაასახელა. მეორე ადგილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს.

გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“25%
• „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მიხეილ სააკაშვილი“ – 13%
• „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 4%
• „სტრატეგია აღმაშენებელი- გიორგი ვაშაძე“ – 3%
• „გირჩი“ – 3%
• „ლელო“ – 2%
• „გირჩი და დროა -ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია“ -2%
• „ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი“ -2%
• „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ – 2%
• „ხალხისთვის- ანა დოლიძე“ -2%
• „პატრიოტთა ალიანსი“ -1%
• „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო“ - 1%
• „ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია“ -1%
სხვა - 1%
ბათილი ბიულეტინი - 11%
არ ვაძლევ ხმას არჩევნებში -6%
არ ვიცი - 18%
უარი პასუხზე - 5%



| Print |
FaceBook Twitter Google