დედოფლისწყარო-სიღნაღის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და როგორც მერიაში განმარტავენ, მომავალ წელს დასრულდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია დედოფლისწყაროელებისთვისაც და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვისაც.

,, აღნიშნული გზით გადაადგილდებიან სიღნაღიდან ნიკო ფიროსმანის მუზეუმში მომავალი ტურისტები, ასევე ესაა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, ამასთან, ამ გზით ერთმანეთს უკავშირდება არბოშიკი, მირზაანი და ზემო მაჩხაანი. ამიტომაც ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დედოფლისწყაროელებისთვის, ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის,“ - ამბობს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

პროექტს, რომლის ღირებულებაც 12 000 000 ლარამდეა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დედოფლისწყაროს თვითმმართველობასთან ერთად ახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google