ლაგოდეხში სარეკრეაციო ზონის მშენებლობა მიმდინარეობს
ლაგოდეხში სარეკრეაციო ზონის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება.
პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი და ისარგებლებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მუნიციპალიტეტში ჩამოსული ვიზიტორი.

ლაგოდეხის მერიის განმარტებით, გარემო სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

მათივე თქმით, პატარებისათვის მოეწყობა ქვიშის მოედანი, საქანელები და სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი. პერიმეტრზე შენდება ღია ტიპის კაფეები, ამფითეატრი და საპარკინგე სივრცე.

“პროექტის ფარგლებში ეწყობა მასშტაბური, რეკრეაციული სივრცე, რომელიც 40 000 კვადრატულ მეტრზე გაშენდება. ტერიტორიაზე მოეწყობა: ჩოგბურთის, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. სკეიტპარკი, სამაგიდო ტენისი და პარკურის მოედანი, შინაური ცხოველების სასეირნო და საწვრთნელი მოედანი.”-ნათქვამია კახეთი მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 10 000 000 ლარს აღემატება.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლაგოდეხი / მერია /