გურჯაანში 22 დეკემბერს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმებულია
გურჯაანელი 9 წლის ნიკა ქაჩლიშვილის გარდაცვალების გამო, 22 დეკემბერს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებები გაუქმებულია.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, გურჯაანელი 9 წლის ნიკა ქაჩლიშვილის გარდაცვალების გამო, გაუქმდა 22 დეკემბერს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმარს უცხადებენ 9 წლის ნიკას ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს,“ -ვკითხულობთ განცხადებაში.

რამდენიმე თვის წინ, ნიკას მოულოდნელად, აპლასტიური ანემია დაუდგინდა და საოპერაციოდ თურქეთში იყო გადაყვანილი. ბავშვის დასახმარებლად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გაერთიანდა, თუმცა, მისი გადარჩენის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE-ის თანამშრომლები ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ნიკას ოჯახის წევრებს.

| Print |
FaceBook Twitter Google