საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ემატება
2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, ფინანსური თვალსაზრისითაც ეფექტურია.

მისიე განცხადებით, როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე,დიაგნოსტიკის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კონკრეტულ კლინიკებში, თავად უზრუნველყოფს დაფინანსებას და საბოლოო დიაგნოზის დასმას.

„ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება და შესაბამისად, გადარჩენის შანსი უფრო მაღალია და დანახარჯების კუთხითაც გაცილებით ეფექტურია. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, დაახლოებით 40%-ით მაინც მცირდება დანახარჯები ონკოლოგიურ პაციენტებზე,“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.


| Print |
FaceBook Twitter Google