საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
მათივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20-დან +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

“კახეთში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღის საათებში +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. 15 თებერვალს კი ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.”-აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ასევე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით +20, +22, ხოლო 15 თებერვალს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /