სააკაშვილმა ქვეყანა დააზიანა და ეს გასათვალისწინებელია-ირაკლი ქადაგიშვილი
თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუ ზურაბიშვილს პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, ქვეყანა აგრესიული შემოტევებისგან უნდა დაიცვას.
მისივე განმარტებით, სააკაშვილმა ქვეყანა დააზიანა და ეს გასათვალისწინებელია. 

"რადგან მორალზეა საუბარი, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, სააკაშვილის მიერ გაუბედურებული ადამიანების პოზიცია და არა მისი პარტიული მომხრეების ხელმოწერები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ადამიანმა მისი პატიმრობის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა "ფეიკების" მოშველიებით, გადაიხადა უამრავი ფული, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანას დააბრალა, რომ მას წამლავენ, აწამებენ, კლავენ, არ მკურნალობენ. ამაზე უფრო მძიმე შეტევა ჩვენს სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია. აქედან გამომდინარე თუ პრეზიდენტს ამ ქვეყნის პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, მან უნდა ეს ქვეყანა დაიცვას ასეთი აგრესიული შემოტევებისგან,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.









| Print |
FaceBook Twitter Google