გრძელდება World Vision საქართველოს პროექტი „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინფორმაციით, გრძელდება World Vision საქართველოს პროექტი „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - COVID-19-ით დაზარალებული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში“.
როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში მოხდა დღის და 24-საათიანი მომსახურების ცენტრების თანამშრომლების გაძლიერება პირველი სამედიცინო დახმარების საკითხებზე.

“პროექტი ემსახურება ჯანდაცვისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც მოიზარებს: მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე, ჯანდაცვის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას და სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.”-აცხადებენ ცენტრში.

ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით.







| Print |
FaceBook Twitter Google