ლაგოდეხში ვახტანგ შიხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მეორე ტურნირი გაიმართა
ლაგოდეხში, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორის ვახტანგ (ვატა) შიხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, რიგით მეოცე ტურნირი გაიმართა მკლავჭიდში.
როგორც ცნობილია, შეჯიბრება 6 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში ადგილობრივ მკლავჭიდელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, ორმოცდაათზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ გარდამავალი თასის მფლობელი გახდა ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში გიორგი ქოროღლიშვილი.

ცნობისთვის, საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბაჩო ხაჩიძემ მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოეს.



| Print |
FaceBook Twitter Google