დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი - 22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს -22 მარტიდან 24
მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,
მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან
რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის
მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები