კახეთში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა.
მათივე თქმით,მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

“დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.”-აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წვიმა /