ფერმერთა ასოციაცია საგრანტო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგრძელებს საგრანტო კონკურსს სადემონსტრაციო ფერმების შესარჩევად.
მათივე თქმით, პროექტის სამიზნე რეგიონებიდან GFA შეარჩევს 8 ფერმას, რომლებიც დაინტერესებული არიან არსებული ფერმერული მეურნეობის განვითარებით.

სამიზნე რეგიონებია: კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

“თითოეულ რეგიონში მოეწყობა ორი ფერმა - მესაქონლეობა/მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიმათულებით.”-აცხადებენ ასოციაციაში.

ცნობისთვის, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 აპრილი.

სრული ინფორმაცია განაცხადის წარდგენისა და პროგრამის პირობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.





| Print |
FaceBook Twitter Google