იანვრიდან მარტის ჩათვლით მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 230 განცხადება დაფიქსირდა - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
2024 წლის 1-ელი იანვრიდან მარტის ჩათვლით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით, 230 განაცხადი შევიდა.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

“- აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 17 საქმეზე.

- სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს 14 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა ჯამში 10 700 ლარი. აქედან, 2 მოვაჭრე დაჯარიმდა ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო 1000 ლარის ოდენობით.

- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 34 საქმეზე - 31 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90%-ით თბილისი ლიდერობს, ხოლო შემდეგ ადგილებს იმერეთი, აჭარა და კახეთის რეგიონი იკავებს.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 71, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 68, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 46, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 12, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 9, ხოლო სხვა დანარჩენი 24.

საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 2%; მშენებლობა 2%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს,” - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა და გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it . დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 598 05 4422.

| Print |
FaceBook Twitter Google