ლაგოდეხში იარაღისა და ნარკოტიკების შენახვისათვის ორი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 36 წლის, წარსულში ნასამართლევი და 37 წლის ასაკის პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 105 ვაზნა, 2 მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” ამოიღეს.

“კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი - 1987 წელს დაბადებული რ.ვ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 105 ვაზნა, 2 მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.