საქართველომ და ესპანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მართვის მოწმობის აღიარების შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ურთიერთშეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.

„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ზე.

| Print |
FaceBook Twitter Google