დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო-ოლაფ შოლცი
ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე კითხვას იმის შესახებ, „რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა „ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი“.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ტრანსფარენტულობა „სრულიად სხვა კონცეფციაა“.

„ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოლაფ შოლცი /