ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო - მამუკა მდინარაძე მომხდარ ინციდენტზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება იურიდიულ კომიტეტთა სხდომაზე მომხდარ ინციდენტს და მედიასთან კომენტარს აკეთებს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პარლამენტარის, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წინასწარდაგეგმილად მოქმედებდა.

„ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, იყო დაგეგმილი. ამის მტკიცებულება მაქვს. სხვათა შორის, რამდენიმე ტელევიზიას, ჩვენ რომ ნაცების ტელევიზიას ვეძახით, ჩავუგდე რამდენიმე დღის წინ მე ასეთი… ჯერ ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში და რაში ზის?! ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა, ეს „კაცი“, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიცნობს. ნუ, ამაზე აღარ არის ლაპარაკი… ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია მე, როგორც უმრავლესობის ლიდერს.

ხალხო, ერთი იცოდეთ ყველამ. ყველა ადამიანს აქვს თავის აზრი და რწმენა, ამის გამო ქართველებმა ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ. თორემ მერე ასეთი არამზადები სარგებლობენ და ვითომ კაცობენ, ამას საკადრისი პასუხი გაეცემა. ახლა მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს და საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს ვითომ კაცობის და ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ეს ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ მიმართ აგერ ვხედავთ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები?! ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და ესენი არაპატრიოტები და მართლა რუსული ინტერესების გამტარები?!“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელი “პროვოკაციის” შესახებ მეგობარმაც გააფრთხილა.

„ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა, ჩაეშალა სხდომა. ძალიან შეუბერაო მამუკა მდინარაძემო, ანუ არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უკაცრავად ჟარგონისთვის და უნდოდათ, რომ გავებანძებინე. ალეკო ელისაშვილმა და მისნაირმა წუმპიდან ამოვარდნილმა ხალხმა რა… თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს, პირისპირ თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს ან რაღაცა ქნას. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის, შესრულებით. დამთავრდა, ეგ არის და ამას ჩვენ არ ავყვეთ“, — თქვა მამუკა მდინარაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google