საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დანებდება.

"“რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი, მშვიდობიანი აქციები თბილისში. “სპეცრაზმელები” წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 


| Print |
FaceBook Twitter Google