პაპუაშვილი პარლამენტში ჟურნალისტთა არშეშვებას უსაფრთხოების ზომებით ხსნის
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ონლაინმედიის წარმომადგენლების პარლამენტში არშეშვება უსაფრთხოების ზომებს ემსახურება.

პაპუშვილმა აღნიშნულთან დაკავშირ3ბით, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ონლაინმედიის წარმომადგენელთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს და ისინი პროტესტის გამოსახატად შედიოდნენ სხდომაზე.

"ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების რაოდენობა რამდენიმე ათეულია და ყველა ჟურნალისტი შემოდიოდა აქ, რომ პროტესტი გამოეხატა. გასაგებია მათი პროტესტი - შეუძლიათ გარეთ, საჯაროდ გამოხატონ თავისი პროტესტი, რაც შეეხება შიგნით შემოსვლას და აქ პროტესტის გამოხატვას, ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. აკრედიტაცია გაქვთ, რათა განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა, ხოლო ბოროტად სარგებლობა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ, შედიხარ შენობაში, რომელმაც შემოგიშვა იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელო და მოქალაქეებს უამბო რა ხდება პარლამენტში და ნაცვლად ამისა მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს. ამისთვის არ არის აკრედიტაცია,"- განაცხადა პაპუაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google