მცემეს, დამიჭირეს. სასტიკად უსწორდებიან ხალხს - ირაკლი კუპრაძე
პარტია „ლელოს“ ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართალდამცავებმა იგი დაიჭირეს და სცემეს.

“მცემეს, დამიჭირეს. სასტიკად უსწორდებიან ხალხს,” - წერს ირაკლი კუპრაძე ფეისბუქ-გვერდზე.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს. 

ამ დროისთვის, ცნობილია, რომ დღევანდელ აქციაზე უკვე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

ვითარება დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა.

ამასთან, აქციის მონაწილეების მიმართ უკვე გამოიყენეს ხმოვანი გაფრთხილებაც. მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდეს. სპეციალური დანიშნულების რაზმი მობილიზებულია ჭიჭინაძის ქუჩაზეც.



| Print |
FaceBook Twitter Google