კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას და-ძმა ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, შირაქის ველთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 35 და 37 წლის და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი შეეჯახა, რომელიც ტრაქტორს მკვეთრ მოსახვევში შესვლისას მოწყდა.

შეჯახების შედეგად, და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში იმყოფებოდა მესამე მგზავრიც, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედოფლისწყაროს რაიონულ საავამყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ცნობით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google