გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანაToyota Hilux გადაეცემა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
საკითხი საკრებულოზე ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტმა მაია გაბიტაშვილმა წარადგინა.

“საკითხი ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტში შექმნილ აიპს “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”, რომელსაც ვაძლევთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, ეს არის Toyota Hilux, თხოვების ფორმით, 2025 წლის 1 იანვრამდე.”-განაცხადა მაია გაბიტაშვილმა.

საკითხის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ირმა ონაშვილმა მისცა ხმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ააიპ დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა.


| Print |
FaceBook Twitter Google