თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული - სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „არა რუსულ კანონს!“ - აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც მარშით მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მადლობა გადაუხადა და მათი მხარდამჭერი პოსტი სოციალურ ქსელში გააზიარა.

“ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდეობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან.

მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი.

არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული.

ამ გზას გავივლით ერთად! “ - წერს სალომე ზურაბიშვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google