“სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში” - ISFED-ის ოფისში ტრენინგი გაიმართა
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
ტრენინგს ესწრებოდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქე ქალები.

“დღეს სამართლიანი არჩევნების გურჯაანის ოფისში გვაქვს შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან და სხვა აქტიურ მოქალაქე ქალებთან.

ტრენინგის მთავარი თემა არის ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობა. ჩვენი შეხვედრის მიზანია ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარება ინფორმაციის გაცვლა და საერთო ბრძოლის გზებზე შეთანხმება,”- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მკვლევარი ანამარია ბრაგვაძე.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

“დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრაზე ქალები უფრო მეტად დარწმუნებიან, რამდენად საჭიროა ასეთი შეხვედრები იმისთვის,  თუ როგორ უნდა მოიქცნენ სოციალურ ქსელებში ისე, რომ არ გახდნენ თავდასხმის მსხვერპლი.”- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კახეთის კოორდინატორი, ნანა დევიძე.










| Print |
FaceBook Twitter Google