სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს - არ არის საჭირო, ძალადობა გამოვიწვიოთ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს
მოუწოდებს, არ გამოიწვიონ ძალადობა.
პრეზიდენტმა ახალგაზრდებს ფეისბუქ-გვერდზე ჩართვით მიმართა. მისი
თქმით, ჩვენ უნდა მოვიგოთ გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც არჩვენებზე
გადის.
„მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომ რაღაცები არ არის
საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს. იქ აღარაფერი ხდება. მეორე
მოსმენით კანონი მიღებულია.
ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე,
რომელიც ერთი მეორის მიყოლებით გვაშორებს ევროპულ მიზანს. კარებზე
არაფერი გადაწყდება, გარდა გაზის გამოშვებისა. არ არის საჭირო,
ძალადობა გამოვიწვიოთ. ძალადობასთან უთუოდ გვექნება საქმე მომავალში.
ჯერ ერთი, დღეს არის ვნების კვირა, ის პერიოდი, სადაც არ შეიძლება
ძალადობის გამოწვევა — ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი“, — ამბობს
პრეზიდენტი.
რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე
სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები
უკვე გამოიყენეს.
მასალის გამოყენების პირობები