შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდე დარახველიძემ
საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ თუკი მომიტინგეები
„ძალადობრივ ქმედებებს“ არ შეწყვეტენ, პოლიცია „იძულებული იქნება
შეწყვიტოს აქციის მიმდინარობა“.
„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და პოლიტიკური პარტიების
ლიდერებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, დემონსტარნტებმა შეწყვიტონ
თავდასხმა და ინფრასტურუქტურის დაზიანება“, - განაცხადა დარახველიძემ
00:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე.
დარახველიძე უარყოფს სამართალდამცავების მხრიდან რეზინის ტყვიების
გამოყენების ფაქტებს და აცხადებს, რომ პოლიციამ, ამ დროისთვის, მხოლოდ
წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა, იმის მიუხედავად, რომ
არსებობდა სამართლებრივი საფუძველი რეზინის ტყვიების
გამოყენებისთვისაც.
მისივე თქმით, ეზოში მყოფ პოლიციელებზე გარედან “თავდასხმის” შედეგად,
დაშავებულია ერთი სამართალდამცველი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, ცნობილია რეზინის ტყვიებით უკვე ორი
მოქალაქის დაზიანება. ერთ-ერთ აქციის მონაწილეს რეზინის ტყვიით
თვალი დაუზიანეს.
მასალის გამოყენების პირობები