ვინ ისარგებლებს შეღავათიანი ტარიფით გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა. გურჯაანის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება.

საშეღავათო ფასებით ისარგებლებენ:

  • პენსიონერები
  • საქართველოს უკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები
  • ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები
  • შშმ პირები
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს
  • მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს
  • მარტოხელა მშობლლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს

გადახდა განხორციელდება საქართველოს ბანკის პლასტიკურო ბარათებით.

ვისზეც საშეღავათო ტარიფი მოქმედებს, მათ შესაბამისი საბუთი უნდა წარადგინონ ბანკში, რომ სპეც ბარათი დაუმზადონ.

ვისაც არც შეღავათი აქვს და არც საქართველოს ბანკის ბარათი, იმას ბარათს ბანკი უფასოდ მისცემს.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას 3 მაისიდან დაიწყებს. მოძრაობის მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

პირველ ეტაპზე ტრანსპორტი იმოძრავებს 07:00 საათიდან 19:00 საათამდე.


| Print |
FaceBook Twitter Google