საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“
ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ავრცელებს.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც ოფშორული
ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი
ვრცელდება, 19 აპრილს, დაჩქარებული წესით, შეიტანა.
მმართველი პარტიის ოპონენტები მიიჩნევენ, აღნიშნული გადაწყვეტილება
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის
ინტერესებიდან გამომდინარეობს და საქართველოს დასავლელი პარტნიორების
მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებას უკავშირდება.
ცნობისთვის, ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ
შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში
კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად
გათავისუფლდება.
შესაბამისად, ოფშორიდან აქტივის საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ
პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. გარდა ამისა, თუ ოფშორში
რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი აქვს საქართველოში
მათი გადმოტანისას, იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის.
ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028
წლის იანვრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები