რუსული კანონი საბოლოო მოსმენით მიღებულია
პარლამენტმა რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. 84
მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
პარლამეტი დღეისათვის სხვა საკითხებს აღარ განიხილავს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია, "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" ამ წუთებშიც გრძელდება.
პარლამენტმა სამი მოსმენით მიღებული რუსული კანონი 10 დღის ვადაში უნდა გადაუგზავნოს პრეზიდენტს. თავის მხრივ, პრეზიდენტს ეძლევა 2-კვირიანი ვადა იმისთვის, რომ ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს კანონპროექტს.
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, რა დროის მონაკვეთში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტი. ვეტოს დაძლევას კი იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

მასალის გამოყენების პირობები