თელავში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიან, უფასო
კურსზე რეგისტრაცია გრძელდება.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის
მერია ავრცელებს.
- კურსი განკუთვნილია თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები
ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის
პროფესიას.
- კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის,
მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.
- კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს
შეეძლებათ „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა
და სურვილის შემთხვევაში, ავტობუსის მძღოლად დასაქმება კერძო და
საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.
- კურსი დაიწყება 2024 წლის 10 ივლისს და დასრულდება 25
ივლისს. რეგისტრაცია შეუძლიათ თელავის მუნიციპალიტეტში
მცხოვრებ:
•
24+ წლის ქალებს;
•
რომელთაც გააჩნიათ „B“ კატეგორიის მართვის
მოწმობა;
•
აქვთ მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლის
გამოცდილება.
- მონაწილეობისთვის, 2 ივლისამდე გაიარეთ რეგისტრაცია და
წარადგინეთ პირადობის და „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის
ასლები:
• ონლაინ სარეგისტრაციო ფორმით:
https://form.jotform.com/241192582690359
• ელ-ფოსტით:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
•
თელავის მუნიციპალურ სამსახურში საბუთების
წარდგენით.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ავტომობილის მართვის
უნარების შემოწმებას.
მასალის გამოყენების პირობები