გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში
მიმდინარეობს გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია.
მერიის განმარტებით, დაგეგმილია, ელექტრო ენერგიის, ინტერნეტის
სადენების, გარე განათების და ტროტუარების სტანდარტების შესაბამისად
მოწყობა.
"პროექტი აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის
მიხედვითაც მიწის ქვეშ მოექცევა კომუნიკაციები - ელექტრო ენერგიის,
ინტერნეტის სადენები, გარე განათება და ტროტუარები თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
ამ ეტაპზე წყალმომარაგების ქსელის ამოცვლა მიმდინარეობს, რომლის
დასრულების შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები
დაიწყება,"-აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, გურამიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაობს, ელექტრონულ
ტენდერში გამარჯვებული შპს "იმედი დიდუბე" შეასრულებს, რისთვისაც 1
მლნ 656 615 ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები