გურჯაანელი გიგი ფიროშვილი ქალაქ როზეტოს საკალათბურთო აკადემიაში ჩაირიცხა
გურჯაანის დელტას აკადემიის კალათბურთელი, 13 წლის გიგი ფიროშვილი,
იტალიის ქალაქ როზეტოში Rosetto Degli Abruzi-ის საკალათბურთო
აკადემიაში ჩაირიცხა. როგორც გურჯაანის დელტას ოფიციალურ გვერდზე
ვკითხულობთ, გიგიმ ექვსწლიანი სრული დაფინანსება მიიღო და კლუბის
ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი მოთამაშეა.
როგორც დელტას პრეზიდენტი ზვიად ანთაძე განმარტავს, აკადემიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა აღმოაჩინოს და მისცეს მათ შემდგომი განვითარების შესაძლებლობა.
,,ვულოცავ გურჯაანელებს და ჩვენს ყველა გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას. ჩვენი – გურჯაანის დელტას აკადემიის, რომელიც არის სრულიად უფასო გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის, მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა აღმოვაჩინოთ და მივცეთ მათ შანსი გახდნენ არა მარტო პროფესიონალი კალათბურთელები, არამედ მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სააგენტო GBM-ის გაწეული უდიდესი შრომისათვის. აქვე აღვნიშნავ, რომ სააგენტო აკვირდება ჩვენს პერსპექტიულ მოთამაშეებს, რათა მიეცეთ მათ შემდგომი განვითარების საშუალება.
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, ვისთან ერთადაც 2023 წელს ჩამოყალიბდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში კალათბურთის განვითარების გეგმა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილიც არის ბავშვთა უფასო აკადემია.
ჩვენი მთავარი მიზანია პერსპექტიული ბავშვების აღმოჩენა და მათი განვითარება. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო რომ, 2024-25 წლის საკალათბურთო სეზონი ბევრი სიახლეებით იქნება სავსე”, - განაცხადა გურჯაანის დელტას პრეზიდენტმა ზვიად ანთაძემ.

მასალის გამოყენების პირობები