თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ გაწევრიანებისკენ სვლა არ გააგრძელონ, ქვეყანა დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას - პაველ ჰერჩინსკი
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ,
საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს, - ამის შესახებ ევროკავშირის
ელჩა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით,
საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ხნის წინ მიიღეს.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ქართველები გადაწყვეტენ, არ გააგრძელონ
ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა - საქართველო სრულად დაკარგავს
ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია EU-ში
გაწევრიანებისკენ.
„საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს
ოდენობით და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ
შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ,
საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ ქართველები კენჭისყრით
გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა,
საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია
გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც
ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეკონომიკური
განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ, ღებულობენ“, - აღნიშნა
ელჩმა.
მან ასევე განაცხადა: „არჩევანი თქვენზეა, თქვენ წყვეტთ თქვენი
ქვეყნის მომავალს, თქვენ წყვეტთ, სად გსურთ იყოს საქართველო.“
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობის,
სტაბილურობის, განვითარების და კეთილდღეობის გარანტია.
მასალის გამოყენების პირობები