პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენების საკითხზე საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით
გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო
წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება.
ცნობილია, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს.
დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა.
„ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობით ახორციელებს.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების” უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტით გადაყენებას მეორედ ცდილობს. პროცესის ბოლომდე მისაყვანად 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მასალის გამოყენების პირობები