გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე
დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ
საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მათივე განმარტებით, 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27
ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
" კახეთში 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს
ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი
დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 24 ოქტომბერს
უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება."-აცხადებენ
სააგენტოში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო
ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები