15 საათისთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 41-მა პროცენტმა დააფიქსირა
15 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 42 პროცენტს
შეადგენს. როგორც ცესკოში აცხადებენ, კენჭისყრის პროცესი მშვიდ
გარემოში მიმდინარეობს.
„საარჩევნო უბნებზე მოვიდა მილიონ 454 ათას 837 ამომრჩეველი, რაც
41,62 პროცენტია. კენჭისყრა მშვიდ და პროფესიონალურ გარემოშუი
მიმდინარეოიბს. ფიქსირდება ცალკეული ინცინდენტები, რაც ვერ მოახდენს
გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ
ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ასევე
მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს იმოქმედონ კანონმდებლობის
შესაბამისად. ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას
და ნუ შეუშლიან ხელს საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო პროცესი
წეარიმართოს მშვიდ ვითარებაში,“ - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა
ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები