ყვარლის ოლქში საერთო სამოქალაქო მოძრაობის „მრავალეროვანი
საქართველოს“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა კენჭისყრის შენობის
გარეთ მიმდინარე აგიტაცვიასთან დაკავშირებით.
როგორც განმცხადებელი მაგდა წიწრიაშვილი საჩივარში აღნიშნავს:
„საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან დგანან „ქართული ოცნების“
კოორდინატორები, რომლებიც მოსულ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ 41 ნომერი
შემოხაზონ. თან სხვამ რომ არ გაიგოს, არაქართულად (ლეკურად)
ესაუბრებიან ერთმანეთს უმეტესად. ამ საკითხზე უბნის თავმჯდომარეს არ
აქვს რეაგირება. დარღვეულია მინიმუმ 150 მ-იანი დისტანცია,“ -
აღნიშნულია საჩივარში.
განმცხადებელი მოითხოვს, რომ მოხდეს საუბნო კომისიის
თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
მასალის გამოყენების პირობები