ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი შედეგების
შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ
გადალახა. მათ შორის 53,93 %-ით ლიდერობს “ქართული ოცნება –
დემოკრატიული საქართველო“.
მმართველმა გუნდმა, ხმების 53.93 % მიიღო, რაც 1 119 967 ხმას
ნიშნავს.
მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი,
დროა“ 11.03 %-თ რაც 229 163 ხმას გულისხმობს.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 10.16 % ანუ 211 130
ხმა.
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მეოთხე
ადგილზეა 8.81%-ით, რაც 182 955 ხმას შეესაბამება;
მეხუთე პოზიციაზეა პარტია „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც –
7.76%, 161 327 ხმა.
მასალის გამოყენების პირობები