დღეს 19 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი,
რომელიც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთნ ერთად
გამართული ბრიფინგის დროს
დააანონსა.
“მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ სწორედ [სახელმწიფო] ინსტიტუტი,
რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს.
მინდა, მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ
და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს
და მის შემოსვლას (ამ ფორმით) საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას.
ჩვენ დავდგებით ერთად, ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად, არიან ის
პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ
მომავალს, ქარტიას. მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ
ხვალ საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად
ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ჩვენ ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ
ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ
უფლებას, მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია,
ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ
ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის არ
დავუთმობთ. ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ჩვენ ამას ხვალ ერთად
ვიტყვით. ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, საარჩევნო
სიების ჩახსნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელმაც, ცესკოს
წინასწარი მონაცემებით, 11.03 %-თ (229 163 ხმა),
მეორე ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები