ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით - მედიაომბუდსმენი
მედიაომბუდსმენმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის სამუშაო პირობებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.

მედიაომბუდსმენის განცხადებით, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი.

„საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.

ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.მედიაომბუდსმენმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის სამუშაო პირობებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით,“- ვკითხულობთ ანგარიშში.


მედიაომბუდსმენის განმარტებით, ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული.

„თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა.
ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც.

იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება
საერთოდ არ ჰქონდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.


“მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო
უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ. წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს ჩვენთვის ცნობილი დარღვევების მხოლოდ ნაწილს, რომელშიც უკვე მკვეთრად გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები.

სატელევიზიო მაუწყებლები:
1. მარიამ გაფრინდაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
2. პაპუნა ხაჩიძე - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
3. მარიამ მაკასარაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
4. ნუკრი ქაფიაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
5. თამთა დოლენჯაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
6. ნიკო კოკაია - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
7. ნინი ელიკაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
8. ირაკლი მურმანიშვილი - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
9. გვანცა ჩხიკვაძე - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
10. სოფო ნიაური - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
11.დავით ბერაძე - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
12. მაკა ანდრონიკაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
13. გიორგი შეწირული - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
14. გიორგი დვალიშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
15. ლაშა ჯიოშვილი_ ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
16. ია გულიაშვილი - მთავარი არხი, ჟურნალისტი
17. ლევან დვალი - მთავარი არხი, ოპერატორი
18. ქეთა ციცქიშვილი - მთავარი არხი, ჟურნალისტი
19. დავით ბადაგაძე მთავარი არხი, ოპერატორი
20. თეა ვაშალომიძე - “მთავარი არხი” ჟურნალისტი
21. ბაჩანა ოქროპირიძე - მთავარი არხი, ოპერატორი
22. ნინა მაჩაბელი - “მთავარი არხი” ჟურნალისტი
23. გიორგი ჩანტლაძე - მთავარი არხი, ოპერატორი
24. თიკო ერაძე - “ფორმულა” ჟურნალისტი
25. ნუცა ბახუტაშვილი - “ფორმულა” ჟურნალისტი
26. გიგა აღდგომელაშვილი - “ფორმულა” ოპერატორი
27.თამარ თედიაშვილი - “ფორმულა” ჟურნალისტი
28.ლერი როგავა - “ფორმულა” ოპერატორი
29.დავით ჭაბაშვილი - “ფორმულა” ჟურნალისტი
30. აგილ რუსტამოვი “ფორმულა” ოპერატორი
31.დავით მანია - “ფორმულა” ჟურნალისტი
32. ირაკლი შენგელია - “ფორმულა” ოპერატორი
33. მარი წაქაძე - “ფორმულა” ჟურნალისტი
34.ბექა ქორჩილავა - “ფორმულა” ოპერატორი
35. ნიკა ბურჭულაძე - „ლაგოდეხის ტელევიზია“ ჟურნალისტი

ონლაინგამოცემები
36. ვლადიმერ ჩხიტუნიძე - “რადიო მარნეული”ჟურნალისტი
37.თიკო დავაძე - “რადიო მარნეული” ჟურნალისტი
38.გიგა გელხვიიძე - cnews ჟურნალისტი
39.დავით მჭედლიძე - რადიო თავისუფლება, ჟურნალისტი
40. მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი
41. შაკო ბრეგაძე - ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი
42.დიტო ბელქანია - “მრავალკუთხედი”რეპორტიორი
43.გელა მთივლიშვილი - „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი
44.ლადო ქუთათელაძე - „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი
45. ჰერმინე ვირაბიანი - OC მედია, ჟურნალისტი
46.რაფიგ შაბაზოვი - OC მედია, ჟურნალისტი
47.თეკლა ჩხაიძე - OC მედია, ჟურნალისტი
48.ზეინაბ ისგანდაროვა - OC მედია, ჟურნალისტი
49. ქრისტინა კვაჭანტირაძე - OC მედია, ჟურნალისტი
50. აითან ფარადოვა - OC მედია, ჟურნალისტი

მედიაომბუდსმენის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იყო “მედიაომბუდსმენის” საკონსულტაციო ცხელი ხაზი.
ორგანიზაცია ეტაპობრივად ატყობინებდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ჟურნალისტების და ოპერატორების ნაწილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

ვრცელი ანგარიში შეგიძლია იხილოთ ბმულზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თიბისი ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და
განცხადებას ავრცელებს.
თიბისი ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
22:45 / 30.11.2024
სანოქალაქო აქტივისტები გურჯაანში დღეს მშვიდობიან მარშს გამართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში
მთავრობის მიერ განხორციელებულ ქნედებებზე და უსამართლობაზე ხმის
ამაღლება.
სანოქალაქო აქტივისტები გურჯაანში დღეს მშვიდობიან მარშს გამართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მთავრობის მიერ განხორციელებულ ქნედებებზე და უსამართლობაზე ხმის ამაღლება.
15:27 / 30.11.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მომხდარ
მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ
ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით
მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად.
15:48 / 29.11.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
როგორ ისინი ამბობენ, აპროტესტებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას
და კობახიძის განცხადებას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. როგორ ისინი ამბობენ, აპროტესტებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას და კობახიძის განცხადებას.
11:48 / 29.11.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 7 °C
img
საგარეჯო 2 / 5 °C
img
დ.წყარო 1 / 2 °C
img
სიღნაღი 4 / 7 °C
img
ლაგოდეხი 1 / 5 °C
img
ყვარელი 3 / 7 °C
img
თელავი 1 / 6 °C
img
ახმეტა 1 / 7 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.