გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან საქართველოში
გამოიდარებს.
მათივე განმარტებით, ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ჰაერის
ტემპერატურის დაკლება, ხოლო დღის საათებში ტემპერატურა შედარებით
მოიმატებს.
"კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში
ტემპერატურა 0, -2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +10, +15 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში
ტემპერატურა -5, -10 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +4, +9 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში
ტემპერატურა -12, -17 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 0, +5 გრადუსი
დაფიქსირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა ღამით -1,+2, დღისით კი +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები