გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში 12 და 14 ნოემბერს
უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმა და ნისლია
მოსალოდნელი.
მათივე განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
"კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი,
ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 და 14 ნოემბერს უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 12 ნოემბერს დღისით +16, +18 გრადუსი
დაფიქსირდება, ხოლო 13-14 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი,
გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება."-აცხადებენ
სააგენტოში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13
ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები